|
2025-02-17 08:13:23, 1213 ნახვა
ომი უკრაინაში
კირ სტარმერი - გაერთიანებული სამეფო მზადაა, წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ნებისმიერი როლი ხელს უწყობს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიას. სტარმერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება „არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე“. შეგახსენებთ, დღეს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით, ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სამიტს კირ სტარმერიც დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)