18:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 19:11:36, 448 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერებმა მიუნხენში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს

14 თებერვალს, მიუნხენში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტónio კოშტა შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

შეხვედრისას ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მტკიცე და სტაბილური მხარდაჭერა, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა.

ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ ხაზი გაუსვეს, რომ მხოლოდ ასეთი მშვიდობა უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას და ამასთანავე, ევროპის უსაფრთხოებასაც. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირი იმუშავებს უკრაინის პოზიციების გასამყარებლად ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებების წინ და ქვეყნისთვის ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.

"ძვირფასო ზელენსკი, ევროპა თქვენს გვერდით დგას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის უწყვეტი და სტაბილური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ასევე, დავაჩქარებთ თქვენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე მუშაობას."- წერს პლათფორმა X-ზე ორსულა ფონ დერ ლაიენი.

შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ევროპულ ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში.

 ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა, დააჩქარონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics