20:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 18:20:03, 558 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა უწყების 119 თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა უწყების თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში ქალბატონების როლზე და მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ერთი დიდი ოჯახია, სადაც თანამშრომლობა და ურთიერთობები პატივისცემას ეფუძნება. ეს კი, საბოლოო ჯამში უწყების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. 

„მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს. მინდა მათ ბედნიერება და წარმატებები ვუსურვო, ასევე, მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისა და დღევანდელ ღონისძებაზე მობძრანებისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და ქალთა საერთაშორისო დღე მსჯავრდებულ ქალბატონებსაც მიულოცა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს 119 თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა, მათგან 50-ს კი, მადლობის სიგელები პირადად გადასცა. 

თავის მხრივ, ღონისძიების მონაწილე ქალბატონებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სახით მათი შრომის დაფასება დამატებითი სტიმული და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, საუკეთესოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics