18:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 10:40:36, 335 ნახვა

მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო - კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება

კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„მოდით მკაფიოდ ვთქვათ: 51-ე შტატად გახდომის შესახებ საუბარი იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არასდროს მოხდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და კანადის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს.

„ჩვენი პასუხი ცალსახა იქნება. კანადა შესაბამის პასუხს გასცემს, გამოზომილს, მაგრამ ძლიერს, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics