06:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 14:04:43, 644 ნახვა

საზოგადოება
კოლეგების წერილი მზია ამაღლობელს - ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა

სხავდასხვა მედიაში მომუშავე ჟურნალისტები მზია ამაღლობელს წერილის უგზავნიან, რომელსაც უცვლელად გთავაზოვბთ: 

,,ძვირფასო მზია,

ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა შენს მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი - ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!

მაგრამ უკვე 32-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! - გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო! 

ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია - ყველა ერთისთვის და არა ვმხოლოდ ერთი ყველასთვის! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და 
ამიტომ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება! 

გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!" - წერენ კოლეგები.


ხელმოწერები:

ზურაბ ვარდიაშვილი
ნინო ზურიაშვილი
მაია მეცხვარიშვილი
ნათია მიხელიძე 
ნანა ბიგანიშვილი
ნინო ბაქრაძე
აიდან იუსუბოვა
მარიამ კაჭკაჭაშვილი
ნინო რამიშვილი
ლიკა ზაკაშვილი
გელა მთივლიშვილი
თამარა მშვენიერაძე 
ელისო ჯარიაშვილი
ეთო მიდელაშვილი
მარიამ ნიკურაძე
ირაკლი მანაგაძე
ნინია კაკაბაძე 
გურამ როგავა
რუსუდან ცხომელიძე
თეო ქავთარაძე
ლია ჩახუნაშვილი
გულო კოხოძე
ნინო მდივანი
თინათინ ზაზაძე
ნინო ნარიმანიშვილი
ეკატერინე ბასილაია
ნანუკა ბრეგაძე
მაია წიკლაური





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics