20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 12:29:00, 521 ნახვა

საზოგადოება
სენაკში 25 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩასახლებაში არსებულ ყველა კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამინისტრო მიმდინარე წელს   ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების 25 კორპუსის  სახურავებსა და იატაკებს გამოცვლის, გარდა ამისა განხორციელდება  წყალკანალიზაციის სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები. 

უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს, რომლებიც კარატეს ეუფლებიან კიმონოები და სპორტული ინვენტარი ჩაუტანა. ჩასახლებაში არსებულ აფხაზურ სკოლაში არაერთი სპორტული წრე ფუნქციონირებს.

USAID-ის დაფინანსებით,  მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო გასართობი კუთხეც მოაწყო. კერძო სექტორის ჩართულობით ასევე იგეგმება  აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებლობა.

25 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი წლების წინ დაიწყო, თუმცა ბინების სრულად დაკანონება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics