|
2025-02-06 13:15:25, 460 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - ჩემი დასანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ
ჩემი დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ - სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, - ასე მიმართა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანაშვილს, რომელმაც სხდომაზე აღნიშნული მოსამართლის აცილება მოითხოვა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ლელა ცაგარეიშვილი სანქცირებულ მოსამართლეთა სიაშია. შესაბამისი შუამდგომლობა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულ რევაზ კიკნაძის სასამართლო პროცესზე გაკეთა, რომელსაც შსს 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ადვოკატმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის აცილება ორი მიზეზით მოითხოვა: პირველი, მოსამართლე არის სანქცირებული, მეორე - საქმის მასალები დროულად არ გადასცა, მას როგორც დაცვის მხარეს. საკუთარი თავის, როგორც მოსამართლის აცილების შუამდგომლობა ლელა ცაგარეიშვილმა დააკმაყოფილა. როგორც მან ადვოკატს სხდომაზე განუმარტა, მას დაცვის უფლება და მასალებთან წვდომის უფლება არ შეზღუდვია. რაც შეეხება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, რომელთა შორის თავადაც არის, ცაგარეიშვილმა ადვოკატს ასე უპასუხა: „მოცემულ შემთხვევაში სანქცირების საკითხი მოსამართლის, კონკრეტულად ჩემი დასანქცირება, რის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ, წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა“, - განაცხადა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)