|
2025-02-06 11:35:57, 446 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, ამ ეტაპზე, რაიმე გამოწვევას ვერ ვხედავთ
დღევანდელი რეალობით, ვფიქრობთ, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება - ამ ეტაპზე, რაიმე გამოწვევას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილმა ოთარ შამუგიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს უსმენენ. შამუგიას თქმით, ლარის კურსის მერყეობა ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული და ამიტომ, მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის პოზიცია, რომ პროცესში ხისტად არ ერევა, სწორია. „ვხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში კურსთან დაკავშირებით გვაქვს მერყეობები, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული. ეს უფრო გამოწვეულია სხვადასხვა მოლოდინით. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, ჩემი აზრით, სტაბილურად და სწორად მოქმედებს და არ აკეთებს ხისტ ჩარევას ამ პროცესში, ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არის არა ფუნდამენტური მოვლენებით გამოწვეული, არამედ სხვადასხვა შოკით, არასტაბილური სიტუაციით, რომელიც წყნარდება და შემდეგ კურსი უბრუნდება ძველ ნიშნულს. ამას ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხედავდით. ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ გამოწვევას ამ კუთხით, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. თუმცა დღევანდელი რეალობით, ვფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას არ ემუქრება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)