19:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 08:56:46, 442 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - დახმარების სანაცვლოდ უკრაინისთვის იშვიათი მინერალების მოთხოვნა ძალიან ეგოისტურია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები მიაწოდოს.

Reuters-ის ინფორმაციით, შოლცმა შესაბამისი განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

”ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები უნდა მიაწოდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics