01:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 09:32:22, 1890 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინმა ისევ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები ომის გაჭიანურებისკენ არის მიმართული.

ზელენსკის თქმით, რუსი დიქტატორი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების თავიდან ასაცილებლად.

"პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ეშინია ძლიერი ლიდერების და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს. მისი ყოველი ქმედება და მისი ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი დაუსრულებელი გახადოს.

2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა რეალურ მშვიდობას მივაღწიოთ, მაგრამ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რომ მშვიდობის ნაცვლად, გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა", - თქვა ზელენსკიმ.

მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ძველ შეცდომებზე ისწავლონ და ძალისხმევა გააერთიანონ, რათა რუსეთს მშვიდობა აიძულონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics