|
2016-03-05 17:43:47, 655 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა
სამცხე-ჯავახეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორის თათეშვილმა პრემიერს მეტალისა და ხის დამუშავების წესები გააცნო და განუმარტა, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეიძინა ვერტიკალური საბურღი აპარატი, მიკროსკოპი, ლენტური სახერხი მანქანა, რომელთა წყალობითაც გააუმჯობესა სადურგლო და საიუველირო საქმიანობა. 2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 31 მარტს დასრულდება. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, მეწარმეთა მხარდაჭერას, რეგიონული ბაზრების განვითარებას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)