|
2025-01-22 11:40:09, 445 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ევროკავშირსა და ჩინეთს ახალი ტარიფებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაემუქრა ევროკავშირს სავაჭრო ტარიფებით. "ისინი ძალიან, ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის სამართლიანობის მიღწევის ერთადერთი გზა", - თქვა ტრამპმა , თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. რესპუბლიკელმა უკმაყოფილება გამოთქვა სავაჭრო დეფიციტის გამო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ამერიკული მანქანებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენაზე. მანამდე ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ ნავთობისა და გაზის იმპორტი შეერთებული შტატებიდან. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა დააწესა დამატებითი ტარიფები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რამაც გამოიწვია მწვავე სავაჭრო კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა დააწესა საკუთარი სპეციალური ტარიფები მთელ რიგ ამერიკულ საქონელზე, მათ შორის ვისკის, Harley-Davidson მოტოციკლებისა და Levi Strauss-ის ტანსაცმელზე. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს 1 თებერვლიდან ჩინეთიდან იმპორტზე 10 პროცენტიანი ტარიფების დაწესებას . მან მიზეზად დაასახელა სინთეზური ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის ჩინეთიდან მექსიკიდან და კანადის გავლით შეერთებულ შტატებში კონტრაბანდა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ამერიკელ მოქალაქს კლავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)