20:17 - 28 May, 2026
|
2025-01-20 17:31:42, 538 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის გეგმა, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მისი თქმით, თუ დეპორტაციასთან დაკავშირებული გეგმები განხორციელდება, ტრამპი შექმნის „ღარიბ უბედურებს, რომლებიც ვერაფრის გადახდას ვერ შეძლებენ“. „ეს არ არის სწორი. პრობლემები ასე არ წყდება“, - განაცხადა რომის პაპმა. მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, უხელმძღვანელოს საზოგადოებას, სადაც სიძულვილის, დისკრიმინაციისა და გარიყულობის ადგილი არ იქნება და ხელი შეუწყოს ხალხებს შორის მშვიდობასა და შერიგებას. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე აშშ-დან უსაბუთო ემიგრანტების მასშტაბურ გაძევებას დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)