22:55 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 16:30:05, 722 ნახვა

ეკონომიკა
რუსი ვიზიტორების დანახარჯები შარშან 9%-ით $850 მილიონამდე შემცირდა - ქვეყნების რეიტინგი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. უშუალოდ IV კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან, თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული.

2023 წელთან შედარებით, შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ტურიზმის შემოსავლების ზრდა 10%-ს აღწევს.

ათი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:

  • რუსეთი - 850.1 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 612.3 მლნ დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები - 571.1 მლნ დოლარი;
  • ისრაელი - 436.5 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 168.5 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 157.4 მლნ დოლარი;
  • ირანი - 151 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 149 მლნ დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 122.1 მლნ დოლარი;
  • ბელორუსი - 96.3 მლნ დოლარი;

2023 წელთან შედარებით რუსი ვიზიტორებიდან შემოსავლები 9.4%-ით შემცირდა. 3%-ით შემცირდა თურქეთიდან მიღებული შემოსავლებიც. რაც შეეხება ევროკავშირის ჯგუფს, სადაც დიდი ბრიტანეთიც შედის, ზრდა თითქმის 4%-ია. 41%-იანი ზრდაა ისრაელის შემთხვევაში, ხოლო აზერბაიჯანელი ვიზიტორები დანახარჯები 2023 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, 2.4%-იანი კლებაა სომხეთის შემთხვევაში. 17%-იანი ზრდა ფიქსირდება ირანიდან, ხოლო საუდის არაბეთიდან - 21%-იანი. თითქმის 19%-ით შემცირდა უკრაინიდან შემოსავლები, ბელორუსიდან კი 6%-ით.

 ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაქტობრივად გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics