20:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 11:08:25, 348 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომელიც 2024 წლის 27 მაისის შეთანხმებას ეფუძნება. ამასთან, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასადის რეჟიმის დაცემა და რეგიონში ირანის ძალაუფლების შესუსტება.

„ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, რაც შესაძლებელი გახდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics