|
2025-01-12 14:37:12, 438 ნახვა
საზოგადოება
სალომე ასათიანი მზია მაღლაკელიძის დაკავებაზე - დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც მათ მიადგა ახლა. მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი
"ასლან აბაშიძიდან მოყოლებული. ლოგიკურია, რომ დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც "ბათუმელებს" მიადგა ახლა. - ამის შესახებ ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა განაცხადა "აუცილებლად მოვა დრო, როცა გამოცემა "ბათუმელების" ისტორიას ახალგაზრდა ჟურნალისტები ისწავლიან - როგორც პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, საქმისადმი უპირობო ერთგულების იშვიათ მაგალითს, ყველა ყაიდის ავტორიტარის პირობებში - ასლან აბაშიძიდან მოყოლებული. ლოგიკურია, რომ დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც მათ მიადგა ახლა. მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი - ამ გაბედულ და ძალაუფლებით გახრწნილ ღერძებთან დაპირისპირებაში გამობრძმედილ ხალხს ვერ შეაშინებენ. ჩემი სოლიდარობა და დიდი პატივისცემა კოლეგებს." - განაცხადა სალომე ასათიანმა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“. მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)