|
2025-01-12 10:55:05, 405 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდინი - რუსეთში ვიდეოთამაშების სრული აკრძალვა არ იგეგმება, მაგრამ შეზღუდვები დაწესდება
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, 9 იანვარს განაცხადა, რომ ვიდეოთამაშებზე სრული აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა ქვეყანაში სურთ შეზღუდონ „დესტრუქციული კონტენტის“ გავრცელება, რომელიც მოიცავს დანაშაულების, ნარკოტიკების და ლგბტ-ის პროპაგანდას. ვოლოდინის თქმით, ხელისუფლება გეგმავს სპეციალური კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიზანიც ბავშვებისა და მოზარდების დაცვა იქნება, რათა მათ არ ჰქონდეთ წვდომა იმ კონტენტზე, რომელიც რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მისი განმარტებით, ასეთი ნაბიჯები განპირობებულია ბოლო წლებში დაფიქსირებული შემთხვევებით, როდესაც ბავშვები და მოზარდები, მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში, რომლებიც, როგორც ვოლოდინი ამტკიცებს, ვიდეოთამაშების გავლენით იყო გამოწვეული.
პოლიტიკოსის თქმით, კანონპროექტის შემუშავებაში ასევე ჩაერთვებიან მშობელთა და პედაგოგთა ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და ინდუსტრიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)