|
2025-01-10 11:05:28, 430 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ჰააგის სასამართლოს საწინააღმდეგო სანქციებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი არალეგიტიმური სასამართლოს საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ის ითვალისწინებს ნებისმიერი უცხოელის სანქცირებას აშშ-ის და მისი მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის, დაკავების, ან დაპატიმრების გადაწყვეტილებისთვის ისეთ სასამართლოებში, რომელთა შემადგენლობაში ეს ქვეყნები არ არიან. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 243-მა წევრმა - 198-მა რესპუბლიკელმა და 45-მა დემოკრატმა. წინააღმდეგი იყო 140. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ ამერიკა ამ კანონს იღებს, რადგან უკანონო სასამართლო შეერთებული შტატების დიდი მოკავშირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებას ცდილობს. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ისევე, როგორც კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, სადაც კანონპროექტს კენჭს უახლოეს ხანში უყრიან და ხელმოსაწერად ინაუგურაციის შემდეგ გაუგზავნიან რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)