|
2025-01-09 16:57:09, 451 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება - სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ბრძოლის გასაგრძელებლად და ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება. „ჩვენ ვნახეთ 13 ადამიანი, რომელიც გუშინ დაიღუპა ზაპოროჟიეში, ისინი იყვნენ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ აქტიურობდნენ ომში და მათ დაარტყეს ქალაქ ზაპორიჟიეზე რუსეთის თავდასხმისას. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. მაგრამ ეს ასევე გლობალური კონტექსტია და გლობალური კონტექსტი არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში, რათა ერთ დღეს, როდესაც უკრაინის ინიციატივით დაიწყება მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი, ისინი ამისთვის საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - აღნიშნა რუტემ. მისი თქმით, როდესაც ეს მოლაპარაკებები დასრულდება, იმას, კარგი გარიგება დაიდება თუ არა, თვალყურს ადევნებენ ჩინელები, ჩრდილოეთ კორეელები, ირანი და, ცხადია, თავად რუსეთი. „მთელი მსოფლიო უყურებს. ასე რომ, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს“, - აღნიშმა რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)