|
2025-01-08 11:04:14, 543 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთმა მსხვილ პორტებში სანქცირებული რუსული ტანკერების მიღება შეაჩერა
შანდუნის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. კომპანიის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ტანკერებს შანდუნის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ. შანდუნი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრია. Reuters-ის ინფორმაციით ტანკერებს არ უშვებენ ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტ ქინგდაოში, ასევე შეჩერებულია რუსული გემების მიღება რიჟაოსა და იანტაის პორტებში. ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულ ნავთობს რეგულარულად 250-300 ტანკერი ზიდავს. დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)