|
2025-01-07 16:28:21, 389 ნახვა
მსოფლიო
ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფრანგი პოლიტიკოსი, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ დამაარსებელი ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟან-მარი ლე პენი იყო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და ევროპარლამენტის წევრი. ის რამდენიმეჯერ იყრიდა კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტად. 2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად მეორე ტურში გავიდა, როდესაც მემარცხენეების მთავარ კანდიდატს, ლიონელ ჟოსპენს გაუსწრო, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა. ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი პარტიას 1972 წლიდან ედგა სათავეში. 2011 წელს ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისმა შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა. 2015 წლის აგვისტოში პოლიტიკოსი ანტისემიტური განცხადებების გამო პარტიიდან გარიცხეს, თუმცა 2018 წლამდე ის პარტიის საპატიო თავმჯდომარე იყო. 2018 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და მას „ეროვნული გაერთიანება“ ეწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)