|
2025-01-04 11:00:33, 511 ნახვა
სამართალი
შსს-მ უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევა. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოდან, ჯამში, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევეს. „გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2024 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126% -ით აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)