21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 12:06:12, 425 ნახვა

მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოზე („როსავიაცია“) დაყრდნობით ავრცელებს.

„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, - აცხადებს „როსავიაცია“.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ბრიანსკის, სმოლენსკის, ბელგოროდის, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics