|
2024-12-30 17:04:37, 392 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველმა ტელეგრამ არხმა 112-მა გაავრცელა. ის სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული საქმეების ფარგლებში იძებნებოდა. კერძოდ, კარაპეტიანს ბრალად ედება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 57 წლის კაპარეტიანი 2018 წლიდან 2021 წლამდე სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი იყო. 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე ის სომხეთის გენშტაბის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე იყო, ხოლო 2 აგვისტოს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. კარაპეტიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამ თვეში, 15 ნოემბერს გაათავისუფლეს. ამჟამად, ის არის ოპოზიციური მოძრაობის "საერთოეროვნული ფრონტის" ლიდერია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)