|
2016-03-02 16:02:15, 545 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში C ჰეპატიტის ვირუსზე კვლევა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პირადად დაესწრო. მან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სკრინინგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სკრინინგის გარეშე პროექტი წარმატებული ვერ იქნება. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მიმდინარეობს და ამისთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი ჩაიტარებს სკრინინგს. ამის გარეშე პროექტი ეფექტიანი ვერ იქნება. სკრინინგი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ვალერი კვარაცხელიამ სხვა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ხელმღძვანელებსაც მიმართა და მოუწოდა, თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის C ჰეპატიტზე სკრინინგი უზრუნველყონ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. უახლოეს მომავალში კი სწრაფ ტესტს საკუთარი პეროსნალისა და სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი თავად დააფინანსებს. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთავაზობთ ჩვენს ყველა სტუდენტს, მაგისტრს, დოქტორანტს, რეზიდენტს, პროფესორს, ექიმს, მედპერსონალს და საერთოდ ყველას, სურვილისამებრ, უფასო გამოკვლევას, სწრაფ სკრინინგს C ჰეპატიტზე“, - განცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სტუდენტებსაც შეხვდნენ. მათ მომავალ ექიმებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეებისა და დაავადების დამარცხების პროცესში დროული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. უფასო სკრინინგის აქცია 2015 წლიდან, C ჰეპატიტის ვირუსის დროული გამოვლენის, მკურნალობისა და სრული ელიმინაციის მიზნით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)