21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 11:13:11, 516 ნახვა

მსოფლიო
Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა

სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სირიის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით დაპირისპირების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა. 

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ძალები პოლიციელებს ქალაქ ტარტუსის მახლობლად მოულოდნელად დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაშავდა.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში „კომენდანტის საათი“ დააწესა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო.

„ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს სირიის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას, მკაცრ ზომებს მიიღებს“,- წერია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics