|
2024-12-16 16:32:40, 469 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების ახალი პაკეტის მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სასანქციო სიაში მოხვდა რუსული თავდაცვის კომპანიები და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავლებს აწვდის რუსეთის მთავრობას. სიაში ასევე შედის ქიმიური ქარხანა, რუსული სამოქალაქო ავიაკომპანია, რომელიც წარმოადგენს რუსეთის არმიის ლოგისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან მიმწოდებელს. ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები (მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა) სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ“,- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ინფორმციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)