16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 14:21:28, 328 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეისყიდა და სარგებლობს „H 145“-ის სამი ბორტით

შინაგან საქმეთა მინისტრობის  კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდა და უკვე  სარგებლობს სამი ახალი შვეულმფრენით.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შვეულმფრენები  მრავალფუნქციურია და ისინი სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

„გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  უკვე  შეისყიდა და სარგებლობს „H 145“-ის სამი ბორტით, შვეულმფრენები არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics