22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 23:46:20, 670 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთთან ომის შემთხვევაში ბუნკერების სიის შედგენა დაიწყო

გერმანია ადგენს ბუნკერების სიას, რომლებსაც შეუძლიათ გადაუდებელი თავშესაფარი უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე იტყობინება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო The Guardian-თან, .

სიაში შედის არა მხოლოდ მიწისქვეშა მეტროსადგურები და ავტოსადგომები, არამედ სამთავრობო შენობები და კერძო ობიექტები, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა. დაგეგმილია ბუნკერებისა და თავშესაფრების ციფრული რეესტრის შექმნა, რომლებზეც მოქალაქეებს წვდომა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. ადამიანებს ასევე წაახალისებენ, მოაწყონ თავშესაფრები საკუთარ სახლებში, სარდაფები და ავტოფარეხები მათში გადააკეთონ.

პროექტის განხორციელების დრო არ გამოცხადებულა, რადგან ის მოითხოვს დროსა და მონაწილეობას სამოქალაქო დაცვის სამსახურისა და სხვა დეპარტამენტებისგან. გერმანიაში ამჟამად 579 ბუნკერია, რომლებიც ძირითადად მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დროს აშენდა.

გეგმა ივნისში მაღალი თანამდებობის პირთა კონფერენციაზე შეთანხმდა და მას სპეციალური საინიციატივო ჯგუფი ამუშავებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ქმნიან „ბალტიისპირეთის თავდაცვის ხაზს“ რუსეთის სავარაუდო შემოჭრის წინააღმდეგ, წერს The Times. მისი მთავარი ელემენტი იქნება ათასი ბუნკერი, რომელიც შეიქმნება რუსეთის, ბელორუსის და კალინინგრადის რეგიონის რუსეთის ექსკლავის საზღვრებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics