|
2016-02-28 18:00:00, 778 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია პარიზში ღვინის მწარმოებლებს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში ოთარ დანელია საფრანგეთის ღვინის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარეს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, ოთარ დანელიამ საფრანგეთის ხელმძღვანელთან ჟან-მარი ბარი ლერესთან და ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას. მინისტრმა ყურადრება გაამახვილა ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკასა და არსებულ პოზიციებზე. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელიც ქართული ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის პოპულარიზაციის ერთიან მიდგომებს, პროდუქციის ხარისხის და ექსპორტის ზრდას და მეღვინეობის დარგის მეტ ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საფრანგეთის ღვინის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა, ჟან-მარი ბარილერემა ღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთან როგორც ღვინის კულტურის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანასთან თანამშრომლობა. საქართველოს, რომელსაც ღვინის წარმოების 8 000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია აქვს, ექსკლუზური უფლება აქვს საკუთარ ქვეყანას ღვინის აკვანი უწოდოს და ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია ამ კონტექსტით განახორციელოს. ფრანგული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების დაფიქსირება. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ფრანგულ მამხარემ მზადყოფნა გამოთქვა ქართველი მეწარმეებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით. შეხვედრზე განიხილეს პროდუქციის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრისთვის გათვალისწინებული ღვინის ერთიანი სტანდარტი უნდა უზრუნველყოს. ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)