22:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 17:54:21, 421 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გოგი თოფაძესთან და „რესპუბლიკელებთან“ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრას გეგმავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერის პოზიციაა, რომ გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირებაზე საჯარო დისკუსიები  დამთავრდეს და აღნიშნულ საკითხზე საუბარი გუნდის შიგნით გაგრძელდეს.

როგორც ბესელიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი აპირებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდეს როგორც გოგი თოფაძეს, ასევე „რესპუბლიკელებს“.

გარდა ამისა, ბესელიას განმარტებით, აღნიშნული საკითხის განხილვა კოალიციის პოლიტსაბჭოს ფორმატშიც იგეგმება.

„მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“  თემაზეც ვისაუბრეთ. ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. პრემიერის პოზიცია  ემთხვევა ფრაქციის პოზიციას, რომ ამ საკითხზე გარე დისკუსიები და განხილვა შეწყდეს.  ის ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება როგორც ბატონ გოგი თოფაძეს, ასევე „რესპუბლიკელებთან“ ექნება საუბარი. კოალიციის პოლიტსაბჭოს ფორმატშიც იქნება საუბარი. საუბარი გაგრძელდება გუნდის შიგნით, საჯარო დისკუსიები უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ყველა დარჩენილი საკითხი მეგობრულ გარემოში იქნება გადაწყვეტილი“,-განაცხადა ბესელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics