|
2024-11-18 17:59:37, 1350 ნახვა
სხვადასხვა
შოლცი კვლავ წინააღმდეგია TAURUS-ი უკრაინას გადასცეს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უარს ამბობს გერმანული საკრუიზო რაკეტების TAURUS კიევისთვის გადაცემაზე. - იუწყება "დოიჩე ველე" „დიახ, გერმანიის მთავრობას ეცნობა ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და არა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება ფედერალური კანცლერის გადაწყვეტილებაზე, არ მიაწოდოს კიევს TAURUS რაკეტები“, განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ვოლფგანგ ბიუხნერმა . ბერლინში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა ბაიდენის გადაწყვეტილება უკვე დაადასტურა. თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ უკრაინას მიწოდებული იარაღი არის „უკრაინული იარაღი, რომლის გამოყენებაც, ბუნებრივია, შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“. ამავდროულად, წარმომადგენელმა დასძინა, რომ კიევისთვის მიწოდებული ყველა გერმანული იარაღი არ მიეკუთვნება შორი დისტანციის კატეგორიას. ამერიკული მედიის ცნობით, გუშინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დიდი ყოყმანის შემდეგ, პირველად დაუშვა კიევს, გამოეყენებინა რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ, ამერიკული ATACMS ტაქტიკური რაკეტები, რომელთა მანძილი რამდენიმე ასეული კილომეტრია. ეს იარაღი ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს რუსეთის კონტრშეტევის მოსაგერიებლად რუსეთის და შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ჯარების მიერ კურსკის რეგიონში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)