17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 16:35:24, 330 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმალიზაციისა და გაღრმავების პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე - აზერბაიჯანისთვის.

ორმხრივ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები. საერთაშორისო ღონისძიებაზე მოწყობილი საქართველოს კუთხე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ პატარაძესთან ერთად მოინახულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics