|
2024-11-12 13:57:02, 710 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 451 მილიონი ლარია. ბაზისბანკი, იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ სტაბილურად პოზიციონირებს უმსხვილესი ბანკების სამეულში და მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესის საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ 860 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 238 მილიონი ლარით, 2.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 218 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის საკრედიტო პორტფელმა 40 მილიონ ლარს მიაღწია, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% შეადგინა. 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 19.6 მილიონი ლარია, პრემიის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბაზისბანკის ჯგუფის წმინდა მოგებამ 63.4 მილიონი ლარი შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.34%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.84% შეადგინა. ბაზისბანკმა, 2024 წლის მესამე კვარტალში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები განათავსა, რაც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვება და კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. ბაზისბანკს, EFSE და GGF ფონდს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ბანკმა ჯამში 20 მილიონი ევროს სუბორდინირებული და გრძელვადიანი მწვანე სესხი მიიღო. დაფინანსების პაკეტი მეორადი კაპიტალის რესურსის გამყარებას და ბანკის მიერ დაკრედიტების გაფართოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრადი ინვესტიციებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)