22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 17:37:30, 427 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ანა დოლიძის დისკრედიტაციას „ნაციონალური მოძრაობა“ შავი პიარით ცდილობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურის დისკრედიტაციას შავი პიარით ცდილობს.

აბაშიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულ ფორმაში. კვლავ აგრძელებს შავი პიარის კეთებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პარტია ვერ ფორმირდა ევროპული სტილის პარტიად, როდესაც გარკვეულ საკითხებს უნდა შეხედო  არა ვიწრო პარტიული ინტერესიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს თითიდან გამოწოვილი შავი პიარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ანა დოლიძის მიმართ პროფესიულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში, პრინციპულობასთან და განათლებასთან მიმართებაში, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ქალბატონი ანას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა რეალურად არის ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics