19:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 13:44:00, 537 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი აბესაძე: "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 290 ათასი ოჯახი კომუნალური შეღავათის გარეშე დატოვოს

საკრებულოში დეპუტატები 2016 წლის შემცირებულ ბიუჯეტს განიხილავენ.

ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის, 14 მილიონით შემცირებას გულისხმობს.

ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიციაში არ ეთანხმებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცვლილებების შედეგად, დაახლეობით, 290 ათასი ოჯახი კომუნალური ვაუჩერის გარშე დარჩება.

„"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანების სოციალური საჭიროებების განურჩევლად, თბილისელების 2/3, დაახლოებით, 290 ათასი ოჯახი მეტად მნიშვნელოვანი კომუნალური შეღავათის გარეშე დატოვოს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომუნალური ვაუჩერების შესახებ ბიუჯეტში ცვლილებებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც ეწინააღმდეგება.

„თუ რამე ქამრების შემოჭერის მსგავსი უნდათ, თვითონ აქვთ უზარმაზარი ქამრები და დაიწყონ თვითონ შემოჭერა და ხალხს აჩვენონ, რომ თვითონ იკლებენ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობაში კი აღნიშნავენ, რომ სოციალურად დაუცველებს ის ვაუჩერი, რომელიც წლების წინ ჰქონდათ გაუორმაგდათ.

"ნებისმიერი ოჯახი ვისაც სჭირდება, რომ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება მიიღოს, ისინი აუცილებლად მიიღებენ. სოციალურად დაუცველებს კი არ აკლდებათ, სოციალურად დაუცველებს გაუორმაგდათ ის ვაუჩერი, რომელსაც წლების წინ აძლევდნენ“, - განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics