|
2016-02-26 13:25:40, 1133 ნახვა
კომენტარი
თამარ კორძაია: არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე სიმპატიები გააჩნია
ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე სიმპატიები გააჩნია. რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურას, კორძაიას განცხადებით, ეს მოსმენისას გაირკვევა. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე სიმპატიები გააჩნია. ანა დოლიძე არ არის არც ერთი პარტიის წევრი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სიმპატიებისგან დაცლილია ამ თვალსაზრისით. მისი ყველა პოზიცია ამ მოსაზრებას და შეფასებას ადასტურებს. პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პარლამენტში 150 წევრია",-განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე მოსკოვში არსებულ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა. მისივე თქმით, კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)