17:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 15:43:56, 427 ნახვა

საზოგადოება
კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ 4 მოქალაქეს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.

„მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ 4 მოქალაქეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 3 პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics