18:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 11:52:53, 341 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგ-კონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.

“ჰონგ-კონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიკომპანიების მხრიდან ახალი მიმართულების მიმართ დაინტერესება გაიზრდება“,- განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics