18:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 16:32:23, 351 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა, ქუთაისში, ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპზე, კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება. ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. 
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პაციენტებს, საერთაშორისო  სტანდარტების სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის. 

სამედიცინო ცენტრი 130 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში განთავსებულია გადაუდებელი დახმარების, ქირურგიის, რეანიმაციის, საოპერაციო ბლოკი, თერაპიის, კარდიოლოგიისა და ნერვული სნეულებების განყოფილებები. ასევე, ხელმისაწვდომია ამბულატორიული მომსახურება და ინსტრუმენტალური კვლევები. 

მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics