|
2024-10-21 13:26:54, 405 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა თურქეთში ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, სადაც თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრთან, ომერ ბოლატთან გეგმავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოლაპარაკებების ძირითადი აქცენტი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, სამრეწველო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ისინი ასევე შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებასა და შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “გამარჯვების გეგმას“, უკრაინის ნატოში ინტეგრაციას და “მშვიდობის ფორმულას“. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას SAHA EXPO 2024-ს ეწვევა, სადაც ცალკე შეხვედრებს თურქული თავდაცვის კომპანიებთან გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)