18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 10:32:16, 342 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოგადაღებისთვის 21-22 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება. მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის  გადასაღებად, დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში  სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.

ამერიკულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ჰოლივუდის მსახიობები, რეჟისორი და კინოოპერატორი მუშაობენ. ფილმის გადაღებების ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე,  36 დღის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics