|
2016-02-25 18:20:50, 895 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი დაიწყო
დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი დაიწყო. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვისაა განკუთვნილი. ორგანიზაციული სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ სტრესოგენული ფაქტორების ზემოქმედება, განსაზღვრონ საკუთარი სტრესის დონე, რთული/სტრესული სიტუაციების მართვის სტრატეგიები და კრიზისული სიტუაციის გარდაქმნა მომგებიან სიტუაციად. აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია ძირითადად მენეჯერებისთვის, რათა მიღებული ცოდნა სამუშაო ადგილზე დაქვემდებარებულებთან გამოიყენონ. სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში 25 თებერვალს დასრულდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)