22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:20:59, 505 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი: კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყიდის

"ნაციონალურ მოძრაობაში" "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ეროვნული ინტერესები არ არის გათვალისწინებული.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას პირდებოდა, საბოლოო ჯამში კი მინისტრი კალაძე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყიდის.

„ჩვენთვის მომგებიან ხელშეკრულებას რუსეთთან თანხმობით ცვლის იმგვარად, რაც არანაირად არ შეესაბამება ჩვენს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.  შეუძლებელია, რომ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი ქვეყნის მიერ ცდილობდეს, რომ თავის თავი კიდევ უფრო დამოკიდებული გახადოს მეზობელი ქვეყნის ინტერესებზე", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

შეგახსენებთ, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. რუსეთი სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას სთავაზობს, რაზეც ქართული მხარე თანახმა არ არის. ამ დრომდე არსებული შეთანხმებით საქართველო რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10%-ს იღებდა, რაც გაცილებით მეტია იმ ფულად თანხაზე, რასაც რუსეთი დღესდღეობით საქართველოს სთავაზობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics