18:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 13:17:41, 394 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12-15 ოქტომბერს - გარემოს ეროვნული საგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვული სააგენტო 12-15 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

"თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +20 გრადუსი იქნება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +11, +16 გრადუსი იქნება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი იქნება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი და  წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი იქნება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics