22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:07:14, 436 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისიის ხელმძღვანელობა, სრული შემადგენლობით მხარს გვიჭერს

საქართველო საფრანგეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ქვეყნების ხელმძღვანელების დარწმუნებას ცდილობს, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება ევროპაში არსებული მიგრაციის კრიზისთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პრაღაში ვიზიტის დროს განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ამ ქვეყნებთან შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ, რომ სამივე ქვეყნის წარმომადგენლებს არსებული ეჭვები გაუფანტონ. კვირიკაშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდ ვითარებაში გაიმართოს.

„ევროკომისიის ხელმძღვანელობა, სრული შემადგენლობით მხარს გვიჭერს, თუმცა არის გარკვეული შეშფოთებები მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ გავაგებინოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არანაირ კავშირში არ არის მიგრანტების კრიზისთან,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრაღაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პრემიერმა სტუდენტებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ს

ტუდენტებს გიორგი კვირიკაშვილმა 4 პუნქტიანი გეგმაც გააცნო, რომლის შესრულებასაც მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს.

გეგმის ნაწილია განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმაც, რომელსაც საქართველოს მთავრობა გერმანული მოდელის შესაბამისად დანერგავს. პრემიერმინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics