17:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 14:56:46, 597 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი - ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით  მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.

"რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად", - წერს ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს, 20 სექტემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics