|
2024-09-19 13:18:25, 288 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მივმართავ ახალგაზრდებს, არ დაუჯეროთ ამ რადიკალ პოლიტიკოსებს და არ აყვეთ მათ ბინძურ კამპანიას
ეს სიახლე არ არის ჩემთვის - ჩვენ არაერთხელ გვინახავს ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ ხოლმე აქციიდან და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ პირისპირ სამართალდამცველებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას მიმდინარე წლის მარტის აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულზე ჰკითხეს, რომლის თქმითაც, "ის აქციაზე ინსტრუქციას უშუალოდ გიორგი ვაშაძისგან იღებდა". კალაძის თქმით, დღეს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ხოლო კანონდარღვევას ყოველთვის მოსდევს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. “დღეს, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება თუნდაც აქციებში მონაწილეობის სახით და ამისი წინააღმდეგი არავინ არის. ყველას აქვს ამის უფლება, მაგრამ როდესაც გადადიხარ ზღვარს და სცდები კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, მინდა მივმართო ასევე ახალგაზრდებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ამ რადიკალ ბინძურ პოლიტიკოსებს, რადგან ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაფერს გამოიყენებენ უფრო მძიმედ და უფრო ბრუტალურადაც. რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ მათ მოწოდებებსა და მათ ბინძურ კამპანიას“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)