|
2024-09-16 10:41:31, 340 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას გამოეხმაურა. როგორც ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის. “მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის“,- წერს ჰარისი X-ზე. შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)