|
2024-09-11 14:37:24, 313 ნახვა
საზოგადოება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჭიათურაში იმართება
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჭიათურაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად , სოფელ წირქვალისა და ხვაშითის თემში შემავალი სოფლების: წირქვალის, ხალიფაურის, ქვედა ჭალოვანის,ზედა ჭალოვანის, ხვაშითის, ვაკევისის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ. "შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" ჭიათურის ორგანიზაციის წევრები და სოფლების რწმუნებულები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)